პორტფოლიო
Thursday, January 2, 2014
Wednesday, December 18, 2013
სასწავლო პროექტი
პროექტის
სახელწოდება:
,,საუზმე შენ მიირთვი,სადილი მეგობარს უწილადე, ვახშამი მტერს მიეციო“.(ხალხური სიბრძნე)
პროექტის
მთავარი იდეა (თემა):
მოსწავლეებმა გააცნობიერონ დაბალანსებული კვების
მნიშვნელობა.
პროექტის
აქტუალობა:
მოსწავლეები გაერკვევიან ჯანსაღი კვების არსში.
დაადგენენ თუ რა ტიპის საკვები და რა
რაოდენობით ახდენს გავლენას ჯანმრთელობაზე.
პროექტის
მიზნები:
მოსწავლეებმა პოპულარიზაცია გაუწიონ ჯანსაღი
ცხოვრების წესს.
გამოიკვლიონ მათ ირგვლივ მყოფთა შორის რამდენი
იკვებება სრულფასოვნად და შეესაბამება თუ არა ამ ადამიანთა კვების რაციონი
დღე-ღამის განმავლობაში მათ მიერ დახარჯულ ენერგიას.
გამოუმუშავდეთ კვლევა-ძიების უნარი.შეძლონ ინფორმაციის
მოპოვება და მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.
მონაწილეთა
ასაკი:
15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი კვირა
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეგროვებული ინფორმაციით შექმნიან
პლაკატებს,ბუკლეტებს,სლაიდებს,წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას და გააცნობენ
აუდიტორიას.მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორ იკვებონ, მსურველებს შეუდგენენ ჯანსაღ
დიეტას და განსაზღვრავენ სწორი კვების კავშირს ადამიანის ჯანმრთელობასთან.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,ჟურნალ-გაზეთები,სამედიცინო
ენციკლოპედია,ფურცლები,ფანქრები.
ადამიანები რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას
გამოკითხვებში.
პროექტის
მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1.პროექტის
თემის შერჩევა,მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით,კლასის დაყოფა
ჯგუფებად,პროექტზე მუშაობის შეფასების სქემის გაცნიბა.
აქტივობა 2. ჯგუფებში
მოვალეობების განაწილება:
პირველი
ჯგუფი: კითხვების შედგენა, გამოკითხვის
ჩატარება,შედეგების შეჯამება, დიაგრამის შედგენა და დასკვნების გაკეთება.
მეორე ჯგუფი:
მოიძიებს ინფორმაციას საკვების
შედგენილობაზე,მნიშვნელობაზე,კვების რეჟიმზე.
მესამე
ჯგუფი: მოიძიებს ინფორმაციას არასწორი კვებით გამოწვეულ
დაავადებებზე.
მეოთხე ჯგუფი:
მოიძიებს ინფორმაციას საკვების ენერგეტიკული
ღირებულების შესახებ. შეადგენს კვების რაციონს ადამიანის მიერ ენერგიის ხარჯვის
შესაბამისად.
აქტივობა 3. მოპოვებული
ინფორმაციის დახარისხება,პრეზენტაციისთვის მზადება.
აქტივობა 4. პრეზენტაციის
ჩატარება.
აქტივობა 5. მოპოვებული
ინფორმაციით ბუკლეტების მომზადება და გავრცელება.
აქტივობა 6. შეფასება.
საგანთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლ.10. 7. მოსწავლეს
შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმთა ზრდა
განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს შეუძლია:
კვლ.10.1 განსაზღვროს
კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.10.2 კვლევითი
პროცედურების განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.10.3 მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ.10.4 მონაცემთა
ანალიზი და შეფასება.
პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ლენტეხის №1 საჯარო სკოლა. ნათია კვიჟინაძე. ბუნებისმეტყველება.
ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: natiakvijinadze@gmail.com
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: natiakvijinadze.blogspot.com
შეფასების სქემა
კრიტერიუმი/
შკალა
|
დაბალი
1-3
|
საშუალო
4-6
|
კარგი
7-8
|
საუკეთესო
9-10
|
მოსწავლე ახასიათებს
მემკვიდრეობას
|
მოსწავლე ვერ
აყალიბებს
მემკვიდრეობის კანონებს
|
მოსწავლე ცდილობს ჩამოაყალიბოს
მემკვიდრეობის კანონები
|
მოსწავლეს შეუძლია კანონების ჩამოყალიბება,
ნაწილობრივ გააზრებული აქვს გენეტიკის მნიშვნელობა
|
მოსწავლე აყალიბებს მემკვიდრეობის
კანონებს.
სრულად აქვს გააზრებული
გენეტიკის მნიშვნელობა
|
მიტოზის ფაზების
დამახასიათებელი ნიშნების აღწერა და შედარება
|
უჭირს მიტოზის ფაზების ერთმანეთისაგან გარჩევა
|
იცის მიტოზის ფაზები, მაგრამ
ვერ ადარებს მათ
|
იცის მიტოზის ფაზები,ნაწილობრივ ახერხებს ერთმანეთთან
მათ
შედარებას
|
კარგად იცის ყველა ფაზა და
შეუძლია მათი შედარება
|
მიტოზის და მეიოზის მარტივი სქემების შედგენა
|
ვერ ახერხებს სქემის შექმნას
|
სქემებს ქმნის გაუაზრებლად
|
არასრულყოფილად შეუძლია მარტივი სქემების შექმნა
|
შეუძლია სქემების შექმნა
|
მიტოზის ბიოლოგიური არსის გააზრება
|
ვერ ახერხებს მიტოზის არსის
გააზრებას
|
ნაწილობრივ იაზრებს მიტოზის არსს
|
კარგად შეუძლია არსის ჩამოყალიბება
|
სრულყოფილად წარმოადგენს მიტოზს და კარგად აქვს გააზრებული მისი არსი
|
გაკვეთილის პროცესში
ჩართულობა
|
არ ერთვება გაკვეთილის პროცესში
|
ნაწილობრივ ერთვება საგაკვეთილო პროცესში,
ცდილობს გამეორებას
|
ერთვება გაკვეთილის პროცესში,
იგებს ტექსტის აზრს,ამოიცნობს საკვანძო საკითხებს
|
ყურადგებით აკვირდება ტექსტს,
თავისუფლად პასუხობს შეკითხვებს,მისი აზრები ამომწურავი და დამაჯერებელია
|
Tuesday, December 17, 2013
გაკვეთილის გეგმა ბიოლოგიაში.
მემკვიდრეობა.მიტოზი.მიტოზის მნიშვნელობა.
გაკვეთილის თემა
|
მემკვიდრეობა.მიტოზი.მიტოზის მნიშვნელობა.
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
მე-9 კლასი.საბაზო საფეხური.
|
მასწავლებელი
|
ნათია კვიჟინაძე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
20
|
განსაკუთრებული სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა.
|
არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტულობა
|
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დაკვირვების,
შედარების,ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევა, რაც შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებისა
და თანამშრომლობის საფუძველზე.
|
მიზანი
|
მოსწავლემ შეძლოს:
· დაახასიათოს მემკვიდრეობა;
· იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე;
· შეადგინოს მიტოზისა და მეიოზის მარტივი სქემები;
· შეადაროს შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების გადანაწილების პროცესები;
· გაარჩიოს ერთმანეთისაგან მიტოზის ფაზები;
· შეძლოს მონაცემთა ანალიზი და შეფასება;
· განმარტოს მიტოზის ბიოლოგიური მნიშვნელობა.
|
შედეგი
|
ბიოლ.9 6.1 ადგენს მიტოზისა და მეიოზის მარტივ სქემებს,ადარებს შვილეულ უჯრედებში
ქრომოსომების განაწილების კანონზომიერებებს და განმარტავს მათ მნიშვნელობებს.
ბიოლ.9 3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.
ბიოლ.9 4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეს მოეთხოვება უჯრედის აგებულების,
ქრომოსომების სტრუქტურის,უსქესო და სქესობრივი გამრავლების და გენეტიკის კანონზომიერებების ცოდნა.
|
შეფასება
|
მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად ჩართულობის,ახალი და ძველი მასალის გააზრების,
მონაცემების ორგანიზებისა და წარმოდგენის უნარებზე დაკვირვებით.
შეფასების ტიპი:განმსაზღვრელი და განმავითარებელი. შეფასება
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
დაფა, ცარცი,პროექტორი,სურათები,სქემები,
კომპიუტერი. ტექსტები.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა 1 (10 წთ)
მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით ვსვამ შეკითხვებს:
რა არის მემკვიდრეობა?
უსქესო გამრავლების დროს შვილეული ორგანიზმები მშობლებისაგან არ განსხვავდებიან,რა არის ამის მიზეზი?
როგორ ახერხებენ დედისეული ორგანიზმები ნიშან-თვისებების სრულად გადაცემას შვილეულ ორგანიზმებზე?
განვუმარტავ მათ,თუ რა არის უჯრედის
სასიცოცხლო ციკლი. სასიცოცხლო ციკლი ორ ფაზად იყოფა:
ინტერფაზა და უჯრედის გაყოფა(მიტოზი)
აქტივობა 2 (10 წთ)
· ვთხოვ მოსწავლეებს ინდივიდუალურად
· წაიკითხონ ტექსტი და ამოიწერონ ძირითადი საკითხები.
· ინდივიდუალურად ვამუშავებ სქემაზე,მიტოზის
ფაზების აღწერისა და მათ შორის მსგავსება
განსხვავებების დადგენის მიზნით.
· მოსწავლეებს გადააქვთ რვეულებში სქემები და
ემზადებიან დისკუსიისთვის.
აქტივობა 3 (10 წთ)
სქემას ექნება ასეთი სახე:
· რა ხდება ინტერფაზაში?
ქრომოსომების რაოდენობის გაორმაგება, თითოეული ქრომოსომა შედგება ორი ქრომატიდისაგან,ორმაგდება
დნმ.
· აღვწეროთ რა ხდება პროფაზაში?
ქრომოსომების სპირალურად დახვევა,ცენტრიოლების
გადაადგილება პოლუსებისაკენ,თითისტარას ძაფების
წარმოქმნა,ბირთვის გარსის დარღვევა.
· აღვწეროთ მეტაფაზა.
ქრომოსომების განლაგება უჯრედის ცენტრში,
თითისტარას ძაფებზე ქრომატიდების ჩაჭიდება.
· აღვწეროთ ანაფაზა.
ქრომატიდების მოძრაობა უჯრედის მოპირდაპირე
პოლუსებისაკენ;
· რა ხდება ტელოფაზაში?
უჯრედის შუაზე გაყოფა;
· რაში მდგომარეობს მიტოზის ბიოლოგიური როლი?
მიტოზი უზრუნველყოფს შვილეულ უჯრედში
ქრომოსომების იმავე რაოდენობის შენარჩუნებას რაც დედისეული უჯრედისთვის არის დამახასიათებელი.
აქტივობა 4. (10 წთ)
იმისათვის რომ შევამოწმო კლასის ცოდნა დავსვამ
შეკითხვებს:
· უჯრედის რომელ სტრუქტურაშია ჩაწერილი
ინფორმაცია ორგანიზმის თვისებების შესახებ?
· რა არის მიტოზის დანიშნულება?
· რამდენ ფაზად მიმდინარეობს მიტოზი?
· რა უძღვის წინ მიტოზის პროცესს?
აქტივობა 5. (5 წთ)
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს მივცემ საშინაო დავალებას;
· მოსწავლეებს ვთხოვ ბისერებით, დაღილებით
პლასტილინით შექმნან მიტოზის მოდელები.
|
Subscribe to:
Comments (Atom)