Wednesday, December 18, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:
,,საუზმე შენ მიირთვი,სადილი მეგობარს უწილადე, ვახშამი მტერს მიეციო“.(ხალხური სიბრძნე)
პროექტის მთავარი იდეა (თემა):
მოსწავლეებმა გააცნობიერონ დაბალანსებული კვების მნიშვნელობა.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაერკვევიან ჯანსაღი კვების არსში. დაადგენენ თუ რა ტიპის საკვები  და რა რაოდენობით ახდენს გავლენას ჯანმრთელობაზე.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა პოპულარიზაცია გაუწიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
გამოიკვლიონ მათ ირგვლივ მყოფთა შორის რამდენი იკვებება სრულფასოვნად და შეესაბამება თუ არა ამ ადამიანთა კვების რაციონი დღე-ღამის განმავლობაში მათ მიერ დახარჯულ ენერგიას.
გამოუმუშავდეთ კვლევა-ძიების უნარი.შეძლონ ინფორმაციის მოპოვება და მოძიებული ინფორმაციის ანალიზი.
მონაწილეთა ასაკი:  
15-16 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეგროვებული ინფორმაციით შექმნიან პლაკატებს,ბუკლეტებს,სლაიდებს,წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციას და გააცნობენ აუდიტორიას.მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორ იკვებონ, მსურველებს შეუდგენენ ჯანსაღ დიეტას და განსაზღვრავენ სწორი კვების კავშირს ადამიანის ჯანმრთელობასთან.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი,ჟურნალ-გაზეთები,სამედიცინო ენციკლოპედია,ფურცლები,ფანქრები.
ადამიანები რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას გამოკითხვებში.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1.პროექტის თემის შერჩევა,მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით,კლასის დაყოფა ჯგუფებად,პროექტზე მუშაობის შეფასების სქემის გაცნიბა.

აქტივობა 2. ჯგუფებში მოვალეობების განაწილება:
პირველი ჯგუფი: კითხვების შედგენა, გამოკითხვის ჩატარება,შედეგების შეჯამება, დიაგრამის შედგენა და დასკვნების გაკეთება.
მეორე ჯგუფი: მოიძიებს ინფორმაციას საკვების შედგენილობაზე,მნიშვნელობაზე,კვების რეჟიმზე.
მესამე ჯგუფი: მოიძიებს ინფორმაციას არასწორი კვებით გამოწვეულ დაავადებებზე.
მეოთხე ჯგუფი: მოიძიებს ინფორმაციას საკვების ენერგეტიკული ღირებულების შესახებ. შეადგენს კვების რაციონს ადამიანის მიერ ენერგიის ხარჯვის შესაბამისად.

აქტივობა 3. მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება,პრეზენტაციისთვის მზადება.
აქტივობა 4. პრეზენტაციის ჩატარება.
აქტივობა 5. მოპოვებული ინფორმაციით ბუკლეტების მომზადება და გავრცელება.
აქტივობა 6. შეფასება.

საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლ.10. 7. მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს კვების და მონელების მნიშვნელობა ორგანიზმთა ზრდა განვითარებისათვის და ენერგიით უზრუნველსაყოფად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლეს შეუძლია:
კვლ.10.1 განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
კვლ.10.2 კვლევითი პროცედურების განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
კვლ.10.3 მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ.10.4 მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ლენტეხის №1 საჯარო სკოლა. ნათია კვიჟინაძე.  ბუნებისმეტყველება.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natiakvijinadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natiakvijinadze.blogspot.com


No comments:

Post a Comment